вторник, 11 декабря 2012 г.

პროექტის სახელწოდება:  როგორ უყვარდათ რომანტიკოსებს
პროექტის მთავარი იდეა:
თქვენი აზრით რა არის სიყვარული?
რატომ მსჯელობენ რომანტიკოსები სიყვარულის არსზე?
ამ თემის იმპულსს პირადი გრძნობები იძლეოდა თუ რომანტიზმი, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა?
გაუმართლათ თუ არა ამ ადამიანებს პირად ცხოვრებაში?
   მოსწავლეებს შევთავაზებ პროექტზე მუშაობას. შევიმუშავებთ სამუშაო გეგმას და გადავანაწილებთ სამუშაოებს ჯგუფებში.
პროექტის აქტუალობა:ხელს შეუწყობს მოსწავლეებს  ცოდნის გაღრმავებასა და კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების დაუფლებაში. დაფიქრდებიან სიყვარულზე,როგორც ცხოვრებისეულ ღირებულებაზე,რომელიც შინაარსიანს ხდის ადამიანის ცხოვრებას, ,,იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა“.
პროექტის მიზნები:აანალიზებს ერთი ეპოქის ტექსტებში ასახულ პრობლემას მსგავსება-განსხვავების თვალსაზრისით; იყენებს საინფორმაციო წყაროებს: ინტერნეტი,საენციკლოპედიო სტატია; წერილები-მოცემული მიზნის თვალსაზრისით; მსჯელობს მხატვრული ნაწარმოების ენობრივი ფიგურების ფუნქციის შესახებ; აკავშირებს ლექსის რიტმულ ფორმას ემოციურ ინტონაციასთან.
მონაწილეთა ასაკი: XI  კლასი
ვადა/ხანგრძლივობა: ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: სლაიდები; კედლის გაზეთი; ესე; საგაზეთო სტატია; საპრეზენტაციო მასალა.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ა) ალ.ჭავჭავაძის, გრ. ორბელიანის , ნ. ბარათაშვილის შემოქმედება;ა .გელოვანი-სვეტი ნათლისა; ე. მაღრაძე-გრიგოლ ორბელიანი;აპ. მახარიძე-ქართველი რომანტიკოსები;დ. გამეზარდაშვილი I ტ. ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
კლასს ვყოფ ოთხ ჯგუფად.I ჯგუფს დავავალებ მოიძიონ ალექსანდრე ჭავჭავაძის შემოქმედება და წარმოადგინონ სიყვარულის თემაზე შექმნილი  ნაწარმოებები და ალ. ჭავჭავაძის შეხედულება ჩამოაყალიბონ სიყვარულის შესახებ.
II ჯგუფს ვავალებ მოიძიონ გრიგოლ ორბელიანის შემოქმედებაში სიყვარულის თემაზე შექმნილი ლექსები,თანამედროვეთა მოგონებები გრიგოლ ორბელიანის სიყვარულის შესახებ და ჩამოაყალიბონ  გრ. ორბელიანის შეხედულება სიყვარულის შესახებ.
IIIჯგუფს ვავალებ მოიძიონ ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში სიყვარულის  თემაზე შექმნილი ლექსები , პირადი წერილები,თანამედროვეთა მოგონებები ნ. ბარათაშვილის სიყვარულის შესახებ და ჩამოაყალიბონ ნ. ბარათაშვილის შეხედულება სიყვარულის შესახებ.
IVჯგუფს ვავალებ  პარალელი გაავლონ  რომანტიკოსების სიყვარულსა და თანამედროვე სიყვარულს შორის.
ყველა ჯგუფს ვავალებ ინფორმაცია მოიძიოს კრებულში ,,ქართველი რომანტიკოსები“, აპ.მახარაძე -ქართული რომანტიზმი,ა. გელოვანი-სვეტი  ნათლისა,ინტერნეტი www.google.ge
დ. გამეზარდაშვილი I ტ. ე.მაღრაძე-გრიგოლ ორბელიანი.
პროექტის დასასრულს გაიმართება პროექტის პრეზენტაცია.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული,ისტ
პროექტის ხელმძღვანელი:ნატო ქუთელია.
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: natokutelia@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:www.natokutelia.blogspot.com


Комментариев нет:

Отправить комментарий